პარლამენტთან მოშიმშილეები ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მოშიმშილეები ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ

საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის შედარებით დამძიმდა, თუმცა მიუხედავად ამისა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას არ შეწყვეტს.

"დღეს მდგომარეობა ცოტა დამძიმდა. სასწრაფო დახმარების ექიმი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი წნევა და შაქრის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, არანაირ მედიკამენტს არ ვიღებთ. თუ საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება შიმშილობა. ექიმების რეკომენდაციაა, რომ საავადმყოფოში გადავიდეთ, მაგრამ კიდევ რამდენიმე საათს დავიცდით",- განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, კიდევ ერთი მოშიმშილის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია.

"შეუძლოდ გავხდი, ცოტა სისუსტე მაქვს, ახლა ნორმალურად ვარ, ემოციურად საბრძოლო განწყობაზე ვარ", - განაცხადა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია 24-ე დღეა რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე: ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ შიმშილობა შეწყვიტეს