ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ შიმშილობა შეწყვიტეს - კვირის პალიტრა

ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ შიმშილობა შეწყვიტეს

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე ამ ეტაპზე წყვეტენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ის და სიხარულიძეც საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას, გადავალთ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ გიორგი გახარიას გადავაყენებთ!"- განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას და ვახტანგ სიხარულიძე მე-19 დღეა შიმშილობენ მოთხოვნით თანამდებობა დატოვის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"