ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია ლოზუნგით - "მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ" გაიმართა - კვირის პალიტრა

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია ლოზუნგით - "მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ" გაიმართა

მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ, - ქუთაისში ამ ლოზუნგით ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით "ფლაერები" დაარიგეს.

"ფლაერებზე" 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი.

"მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ" - ამგვარი ფორმა მიიღო ამ კამპანიამ. ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მოსახლეობას დავურიგეთ "ფლაერები", სადაც დატანილია ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენების შედეგებზე. ამით კიდევ ერთხელ შევეხსენებთ ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნას და ვეტყვით, რომ მოთხოვნის შესრულებამდე არ დავიშლებით", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისის" წევრმა ზურაბ კოსტავამ.

აქცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.