შსს-ში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

შსს-ში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

"დავით გარეჯში შეხვედრის მიმდინარეობას გიდასტურებთ", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალები ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის " ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ- აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ქაცარავამ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს.

"ინტერპრესნიუსი"