სოფელ ყარაჯალაში ხანძარია - კვირის პალიტრა

სოფელ ყარაჯალაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაცით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლი შენობის დიდ ფართობზეა გავრცელებული, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ.

ადგილზე 3 სახანძრო, სასწრაფო დამხარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. რა გახდა აალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"