"ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდა" - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც სოფელ ყარაჯალაში დაიღუპა
"ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდა" - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც სოფელ ყარაჯალაში დაიღუპა
სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან მეხანძრე-მაშველი ჩამოვარდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 51 წლის გელა მელიქიძეა.

"მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები