პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა
15-07-2019
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა
პარლამენტის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე პირის ამოკერვას შეეცადა.

როგორც ის აცხადებს, მას შემდეგ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, რაც მისი მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არ შესრულდა.

აქციის სხვა მონაწილეების ძალიახმევით, მას პირის ბოლომდე ამოკერვის საშუალება არ მიეცა. ამ ფაქტის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები