სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს - როგორია მისი მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს - როგორია მისი მდგომარეობა?

სოფელ ქვემო ქვალონში ნაპოვნი 60 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, მამაკაცს თავის ქალის ტრავმა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება.

"მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება კომაში. შემოყვანილია ქალა ტვინის ტრავმით, თავის ტვინის დაჟეჟილობითა და ტრავმული სისხლჩაქცევით. სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე", - ამბობენ საავადმყოფოში.

60 წლამდე მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"