მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება
მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება
მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო კომპანია Sky Power-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღნიშნულ ინფორმაციას უწებაშიც ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, Sky Power-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო კომპანიასთან Sky Power, რომელიც ახორციელებს პროექტებს მზის ენერგეტიკაში. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მოლაპარაკების შესახებ მოგვიანებით გავრცელდება",
- განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ცნობისთვის, Sky Power განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფლობს, ვითარდება, აშენებს და მართავს მზის ენერგიის პროექტებს. კომპანიის სათავო ოფისი კანადაში მდებარეობს და ის პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

სერგო
18 ივლისი 2019 12:26
კარგი იქნებოდა კანონი არეგულირებდეს მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლოობებს. ბოლო საღთულზე ვცხოვრობ რამდენიმე ბატარეიის დამონტაჟებაზე ისთი აბსურდული საბუთები მოითხოვე ს მერიაში თავი დავანებე. თან ისიც მირჩიეს " შინაურულად" გააკეთე რა საბუთები აიტეხეო, არადა იაფი არ ჯდება როგორი სანდობია უსაბუ.თო გაკეთება. პოლიტიკას რომ გადაყვა ყველა აბა დაგვეხმაროს უფლებადამცველები ამ და სხვა უსამათლობების მოგვარებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები