"გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა" - ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა
ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც, მას Opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა“.
გოგონა სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ინტერპრესნიუსი"