"გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა" - ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

"გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა" - ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, "გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც, მას Opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა“.

გოგონა სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"