"ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და... დედის რჩენას გიორგი ცდილობდა" - ვინ არის თბილისში, მშენებლობაზე დაღუპული 17 წლის ბიჭი
"ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და... დედის რჩენას გიორგი ცდილობდა" - ვინ არის თბილისში, მშენებლობაზე დაღუპული 17 წლის ბიჭი
16 ივ­ლისს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ კი­დევ ერთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მუშა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო - 17 წლის გი­ორ­გი ბეშ­კე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ლა­გო­დე­ხი­დან თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლა­გო­დეხ­ში, იმ სოფ­ლის ბი­ნად­რე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სკო­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა:

"ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით 7
წლის წინ გი­ორ­გის ძმამ თავი მო­იკ­ლა, მა­შინ ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. შვი­ლის სიკ­ვდი­ლი უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ოჯა­ხის­თვის და 4 წლის თავ­ზე, მა­მამ შვი­ლის საფ­ლავ­ზე ჩა­მო­იხ­რჩო თავი... მას შემ­დეგ ოჯა­ხის რჩე­ნას გი­ორ­გი ცდი­ლობ­და. რო­გორც ვიცი, სკო­ლა­შიც აღარ და­დი­ო­და ამის გამო... დღი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვებს, მი­ზე­რუ­ლი თან­ხა 15-20 ლარი
რომ ეშო­ვა და სა­კუ­თა­რი თავი და დედა ერ­ჩი­ნა", - გა­ნუ­ცხა­დეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა AMBEBI.GE-ს.

ოჯა­ხის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­შიც. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლობ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბით. თუმ­ცა, ბო­ლოს ერთი წელი მათ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტის­თვის აღარ მი­უ­მარ­თავთ:

"ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ა­ნი­და­ნაა, ეს სო­ფე­ლი აფე­ნის თემ­ში შე­დის. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ბეშ­კე­ნა­ძე­ებს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ და ჩვენ რაც შეგ­ვეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დით. მივ­დი­ო­დით ოჯახ­ში, ვი­ცო­დით მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ბი­ჭიც სულ შრო­მობ­და, მაგ­რამ ერთი წე­ლია ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ან­ში აღარ ცხოვ­რობ­და, გვერ­დით სო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ დე­ი­დის სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად. მას შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვი­საც აღარ მო­უ­მარ­თავთ", - აღ­ნიშ­ნა სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა გია გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. გაგრძელება



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა