ვინ არის ვლიდიმირ პუტინის პორტრეტის ქართველი ავტორი, რომელიც 400 ათას ევროდ გაიყიდა
17-07-2019
ვინ არის ვლიდიმირ პუტინის პორტრეტის ქართველი ავტორი, რომელიც 400 ათას ევროდ  გაიყიდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვალიდიმირ პუტინის პორტრეტი, რომელის ავტორიც ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი დავით დათუნაა,  400 ათას ევროდ გაიყიდა.

ნამუშევარი "ყველაფრისმხედველი ვ"  ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ეძღვენება და რუსმა  ბიზნესმენმა შეიძინა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

როგორც მხატვარმა აღნიშნა, პორტრეტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შეუკვეთეს.

"20 წელია, რაც  რუსეთში არ ვყოფილვარ. ყველაფერი ძალიან შეიცვალა. არა მხოლოდ სტადიონი, ქუჩები, არამედ ხალხიც. პორტრეტი დახატვა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შემიკვეთეს. უნდა დამეხატა პუტინი,
როგორსაც მე ვხედავდი და აღვიქვამდი ისე უნდა დამეხატა ვლადიმერ პუტინი. შეხვედრაზე, სწორედ ასეთი “ყველაფრისმხედველი” პუტინი დავინახე, რადგან ყოფნა თითქმის ყველგან იგრძნობა და სწორედ ეს განცდა მინდოდა აღბეჭდილიყო ჩემს ნამუშევარში”.

აღსანიშნავია ისიც რომ, ეს მხატვრის პირველი ნამუშევარი არ არის, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ფიგურირებს. მას ეკუთვნის ასევე
ცნობილი ინსტალაცია, "პუტინი - მონა ლიზა".

ქართველი ხელოვანი 1999 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს და მუშაობს შეერთებულ შტატებში და მიიჩნევა  ერთ-ერთი საუკეთესო გაყიდვად მხატვრად  მსოფლიოში.

წყარო



ცისანა იობიძე
09 დეკემბერი 2019 09:08
მიხარია ყველა ქართველის წარმატება, მსოფლიოს ყველა კუთხეში.მაგრამ ვისურვებდი ქართველი ყველგან ქართველად დარჩეს.
არ მაინტერესებს ფულები სად მიაქვთ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ფული ყველაფერი არ არის. თუ უფალი გწყალობს, შენც უნდა წყალობდე უფალს.
(ისე ის ბანანი რომ არ შეეჭამა და თავი არ მოეჭრა ალბათ არ შეიძლებოდა!)
anna
17 ივლისი 2019 22:18
ორიგინალური არარი,სალვადორ დალის ცნობილ ნახატს გავს გალლა,სადაც თავისიმეუღლე ყავს ასეთ სტილში დახატული
vvv
17 ივლისი 2019 21:49
ეხლა დააზუსტეთ, სად ცხოვრობს დევიდ დათუნა და გამოკითხეთ აღებული 400 000 რაში დახარჯა, რამდენი დარჩა? ქართველს ხომ სხვა არაფერი აინტერესებს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?