სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ავტოპარკი, წინა პრეზიდენტთან შედარებით, 9 მანქანით შემცირდა
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ავტოპარკი, წინა პრეზიდენტთან შედარებით, 9 მანქანით შემცირდა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში 38 ავტომობილია, ხოლო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციის ავტოპარკი 47 ავტომობილისგან შედგებოდა. ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული 38 ავტომობილიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეგულარულად იყენებს 14-ს. რაც შეეხება მაღალი გამავლობის მანქანებს - ე.წ. ჯიპებს -მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ისინი გამოიყენება მხოლოდ რეგიონებში სტუმრობისას.

ამასთან, მოისწრაფიშვილი აღნიშნავს, რომ შემცირებულია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ საწვავზე გაწეული ხარჯი. მისი ინფორმაციით, 2018 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა
309 554 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ეს ხარჯია 80 894 ლარი.

"ინტერპრესნიუსი"

ნუკრი
18 ივლისი 2019 12:11
კატატროფაა ის რაც ავტოპარკს შეეხება საბიუჯეტო სფეროში, არადა მარტივი მოსაგვარებელია ძალიან. ამ სფეროში ვმუშაობ წლებია და რაც ახლა ხდება ღორობაა. რა ვქნა დიდი კრედიტები მაქვს გასახდელი და საჯაროდ ვერ ვწერ ყველაფერს სამსახურს ვუფრთხილდები. ვიმეორებ ღორობაა რაც ხდება და მარტივად ასე გამოითქმის ეხლა რაც ავტოპარკია 50% საჭირო არაა, მაგრამ მძღოლებს რა ეშველებათ ხელფასი ხომ უნდათ, მიზაეულია მაგრამ მაინც.
Nik
18 ივლისი 2019 11:01
მისასალმებელია, ვფიქრობ ქალბატონ სალომეს არ დაჭირდება ვინმესგან "ევროპელობის" სწავლა და ის მაგალითი გახდება ჩვენი "ქაჯი" მთავრობისთვის რათა მათაც მაქსიმალურად შეამცირონ ტრანსპორტირების და ავტოპარკის ხარჯები, ზოგ რაინოში ანეგდოტურ ხარჯებამდეც კი ავიდნენ ამ მხრივ, და საერთოდ სასურველი იქნება ქალაქის მასშტაბით ელექტროამძრავიანი მანქანებით გადაადგილებულიყვნენ (ნუ შედარებით წვრილმანი მთავრობა:) ქალაქის ეკოლოგიასაც დადებითად წაადგებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები