საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს დაახლოებით 2 საათის წინ მიმართა.

განცხადებით ხალვაშმა ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები იყვნენ შპს "ტელეკომპანია საქართველო" – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

"ინტერპრესნიუსი"


ჟორა
18 ივლისი 2019 19:30
პურიც ჭამა,ხაჭაპური მიაყოლა და ზედ რუსული ოდნავ დააყოლა.გაგიმარჯოს ღრუზია.ია ტებე ეტა გოვორიუ.
18 ივლისი 2019 16:31
სამართალმა პური ჭამა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები