საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა - კვირის პალიტრა

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს დაახლოებით 2 საათის წინ მიმართა.

განცხადებით ხალვაშმა ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები იყვნენ შპს "ტელეკომპანია საქართველო" – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

"ინტერპრესნიუსი"