საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით, "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"
საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით, "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"
საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.

შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ- გვერდზე უკვე ატვირთულია.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტელეკომპანიის 40%-ს შპს "პანორამა" ფლობს.

"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი:
211352016) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, კერძოდ, შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს კაპიტალში 60% წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშისა (პირადი ნომერი:

61002000543) და 40% წილის მესაკუთრედ შპს "პანორამა"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205033328) რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით", -
ნათქვამია დოკუმენტში რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

15:17 საათზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია რჩება. დოკუმენტი საიტზე როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზეა ატვირთული.

"ინტერპრესნიუსი"

martali
18 ივლისი 2019 18:50
ვინ ჯანდაბაა ეს ქიბარ ხალვაში??სად იყო აქამდე?? როგირ გახდა გვარამია გენ..დირექტორი--თუ სხვა მფლობელი ყავდა??

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები