"ჟურნალისტების საქმიანობასა და სარედაქციო პოლიტიკის ნაწილში არ ვერევი და არც ქიბარ ხალვაში ჩაერევა"
18-07-2019
"ჟურნალისტების საქმიანობასა და სარედაქციო პოლიტიკის ნაწილში არ ვერევი და არც ქიბარ ხალვაში ჩაერევა"
იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, თანახმა ვარ დავინიშნო დირექტორად, - ასე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის პოსტზე მისი დანიშვნის შეთავაზებას ადვოკატი პაატა სალია.

"ერთადერთი რა პოზიციაც ხალვაშმა დააფიქსირა, ეს არის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება სურს და მის ნაცვლად გენერალურ დირექტორად სურს ჩემი დანიშვნა. ჩემი პოზიცია მას დავუფიქსირე და თვითონაც გააჟღერა, რომ ჩემი ფუნქციები შემოსაზღვრული იქნება უფრო სამართლებრივი ნაწილით და იმ ნაწილით, რაც დაკავშირებულია კომპანიაში აუდიტის ჩატარებასთან,
კომპანიის მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჟურნალისტების საქმიანობას, სარედაქციო პოლიტიკას, ამ ნაწილში მათ სრული თავისუფლება აქვთ, ამაში არ ვერევი და არ ჩაერევა ქიბარ ხალვაში. ის ამას აცხადებს და წერილობით გაავრცელა განცხადება. დვალის ნაწილშიც გააკეთა განცხადებები და ალბათ კონსულტაციები შედგება და გაირკვევა ეს საკითხიც. მაქსიმალურად იქნება
პროცესი გახსნილი", - განაცხადა სალიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?