საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ - კვირის პალიტრა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო ფორმა დღეიდან შეიცვლა.

მათივე განმარტებით, თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან.

"გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე, პატრულ-ინსპექტორები სრულად ახალი და თანამედროვე სამხრე ვიდეოკამერებით აღიჭურვნენ.

"ახალი კამერები გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს", - განმარტეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"