"კონტრაქტზე ვიდავებ და მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ" - კვირის პალიტრა

"კონტრაქტზე ვიდავებ და მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ"

კონტრაქტზე ვიდავებ და რამდენიმე თვეში იქნება თუ წელიწადში, მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

მისი თქმით, სამართლებრივ დავას გეგმას მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება შესაძლოა არა ხვალ, არამედ "ოდესღაც" დადგეს.

"კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში", - განაცხადა გვარამიამ"რუსთავი 2"-თან საუბარში.

გვარამია დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის ხელში იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"