"თუ პაატა სალიას აქვს "რუსთავი 2" - ში შემოსვლის უფლება, პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ" - კვირის პალიტრა

"თუ პაატა სალიას აქვს "რუსთავი 2" - ში შემოსვლის უფლება, პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ"

თუ პაატა სალიას აქვს "რუსთავი 2"-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ, - ასე უპასუხა "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების სამოქმედო გეგმას, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია იქნება სამართლებრივი და ისინი "არასამართლებრივად არ მოიქცევიან, როგორც "ქოცები" მოიქცნენ".

"ჩვენ სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ისე ვიმოქმედებთ და ის იქნება ჩვენი მთავარი პოზიცია"- განაცხადა ჟორჯოლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"