"რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ნიკა გვარამიას შეხვდა - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ნიკა გვარამიას შეხვდა

"რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.

შეხვედრას „რუსთავი 2“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემს.

შეხვედრის დასაწყისში პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სურს მენეჯმენტთან გასაუბრება, ასევე იმის თქმა, რომ ჟურნალისტების მუშაობაში ჩარევას არ გეგმავს, რაზეც გვარამიამ მიმართა შეკითხვით: „მე რატომ მაბარებთ ანგარიშს? აღნიშნულზე სალიამ განმარტა, რომ „ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა ერთ დირექტორს ცვლის მეორეს“, რასაც უკვე გვარამიას შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: „ეს ცივილიზებულად მოხდა“? რატომ მოხვედით?“

„მინდა იმ ადამიანებთან შეხვედხრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. ვისაუბროთ და განვსაზღვროთ ხვალიდან რას ვაკეთებთ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათ საქმიანობაში არ ვერევი“, - მიმართა სალიამ გვარამიას, რაზეც გვარამიას პასუხი იყო: „არ მაინტერესებს, რაში ერევით“.

"ინტერპრესნიუსი"