ნიკა გვარამია პაატა სალიას:""თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით"
ნიკა გვარამია პაატა სალიას:""თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით"
თქვენ ხართ თანამშრომელი მტრის, რომელმაც პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან. ეს არის ჩემი შეფასება, - ასე მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას პირისპირ შეხვედრისას.

"თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და დამნაშავე რწმუნებლის მეშვეობით გააკეთა, ამის გამო, ის აუცილებლად დამთავრებს ციხეში. დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგადოთ აფხაზეთში თქვენი სახლიდან",
- მიმართა გვარამიამ სალიას.

გვარამიას თქმით, პაატა სალია "რუსთავი 2"-ის შენობაში, "ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად მივიდა".

"ჯობდა რომ კაბინეტისთვის მოსულიყავით, პირდაპირ გეუბნებით, დაგითმობდით სიამოვნებით", - მიმართა გვარამიამ სალიას.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები