"კა­ბი­ნეტ­ში ვერ შე­გიშ­ვებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა...მდი­ვან­საც ვთხოვ, რომ ყავა არ გა­გი­კე­თოთ"
"კა­ბი­ნეტ­ში ვერ შე­გიშ­ვებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა...მდი­ვან­საც ვთხოვ, რომ ყავა არ გა­გი­კე­თოთ"
"თქვე­ნი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მი მი­უ­ღე­ბე­ლია და არ ვა­პი­რებ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მდი­ვან­საც ვთხოვ, რომ ყავა არ გა­გი­კე­თოთ. ახლა ვი­საც გინ­დათ შეხ­ვდი, მაგ­რამ ამ კა­ბი­ნეტ­ში ვერ შე­გიშ­ვებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა", - ასე მი­მარ­თა "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ არ­ხის ახალ დი­რექ­ტორ პა­ა­ტა სა­ლი­ას, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მე­ნე­ჯმენ­ტთან შე­სახ­ვედ­რად მი­ვი­და.

თა­ვის მხრივ, სა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში კა­ბი­ნე­ტის­თვის არ მი­სუ­ლა, რა­ზეც გვა­რა­მი­ამ შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: "სჯობ­და კა­ბი­ნე­ტის­თვის მო­სუ­ლი­ყა­ვით, აქ მოხ­ვე­დით დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­მარ­ხად".

იქამ­დე კი, სა­ლი­ამ
აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ნე­ჯმენ­ტთან გა­სა­უბ­რე­ბა სურ­და, რათა სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გეგ­მე­ბი და­ე­სა­ხათ.

"მინ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­დღი­ურ მე­ნე­ჯმენ­ტში. მინ­და გა­ვიც­ნო ისი­ნი. ვი­სა­უბ­როთ და გან­ვსა­ზღვროთ ხვა­ლი­დან რას ვა­კე­თებთ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ვე­რე­ვი", - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნულ­ზე გვა­რა­მი­ამ უპა­სუ­ხა:

"მე ვერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტებ­თან.
თქვენ სამ­წუ­ხა­როდ, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ ხართ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე უკი­დუ­რე­სად მძი­მე პრო­ცე­სე­ბის.

თქვენ ახლა თუ გგო­ნი­ათ, რომ აქ გავ­მაგრდე­ბი და შიმ­ში­ლო­ბას მო­ვა­წყობ, ძა­ლი­ან ცდე­ბით. ჩემ­თვის ის, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მათ შო­რის თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და თქვე­ნი მარ­წმუ­ნებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­ას­რუ­ლებს ცი­ხე­ში, მი­უ­ღე­ბე­ლია. თქვენ და­ეხ­მა­რეთ მას, ვინც გა­მო­გაგ­დოთ თქვე­ნი სახ­ლი­დან - აფხა­ზე­თი­დან... პი­რა­დად თქვენ გა­მო­გაგ­დოთ აფხა­ზე­თი­დან", - მი­მარ­თა გვა­რა­მი­ამ სა­ლი­ას, რა­ზეც ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა უპა­სუ­ხა: "მე სხვა რა­მე­ზე სა­სა­უბ­როდ მო­ვე­დი და არა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად. ეს არის თქვე­ნი აზრი".



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები