"სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა" - კვირის პალიტრა

"სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა"

"ფილმშიც ისეა, რომ ტბაში თევზებთან მიდის და ამ ცხოვრებამაც არ მისცა საშუალება, ზემოთ ეტივტივა..."

მხატვრული ფილმი "ტბა" ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, დიმა შველიძე ამ ფილმში მთავარი გმირის - ზურას როლს ასრულებს. ნიჭიერ ყმაწვილს წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველბდნენ, თუმცა მისი ცხოვრების გზა ტრაგიკული აღმოჩნდა. დიმა 2014 წელს 39 წლის ასაკაში გარდაიცავალა. გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდა:

მეგობარს იხსნებს მისი თანაშეზრდილი კოკა კვინიკაძე:

- ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ჯამრთელობის ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ჩვენ არაფერი ვიცოდით. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავში ჰქონდა სიმსივნე. ვერც კი მოასწრეს ნორმალურად გამოკვლევა, ისე გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა - 39 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან...

მისი ცხოვრება მეგობრებით შემოფარგლებოდა... ყოველი დღე მათთან ერთად იწყებოდა და ღამდებოდა. ცდილობდა, სულ მათთან ერთად ყოფილიყო. ისეთი ხასიათი ჰქონდა, გაბრაზებაც იცოდა და შეიძლება ზედმეტადაც გამოეხატა გაბრაზება, მაგრამ წყენას გულში არ იტოვებდა. თუ უთანხმოება მოუვიდოდა სხვასთან, ცამდე მართალიც რომ ყოფილიყო, ამას ძალიან განიცდიდა... დიმა ჩვეულებრივი ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ქუჩაც უყვარდა, ახლობლებიც და ყველაფერი თბილისური...

- ოჯახი ჰყავდა?

- მეუღლეს გაშორებული იყო. ერთი შვილი ჰყავს - ელენე.

ნათია გოგოჭური (მსახიობ ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, რომელმაც ფილმში ”ტბა” დიმას დედა განასახიერა):

- სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ, წამი არ არის, მასზე არ ვფიქრობდე და იმდენად მტკივა გული, ასე რომ წავიდა, რომ მგონია, რაღაც ნაწილი დამაკლდა... მასთან სულ მქონდა ურთიერთობა, მაშინაც როდესაც პრობლემური პერიოდები ჰქონდა.

თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის ჯგუფში სწავლობდა, შემდეგ უცებ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკაში ვიღაც შავკანიანმა თავში რაღაც ჩაარტყა და ტრავმა მიიღო. შემდეგ ისევ საქართველოში ჩამოვიდა...

თავიდანვე სევდიანი ბიოგრაფია ჰქონდა: მშობლები ადრე დაეღუპა. დიმას მეზობელ, უკეთილშობილეს ქალბატონს მისი ტოლა ბიჭი - კოკა კვინიკაძე ჰყავდა და ფაქტიურად მარტოხელა დედამ დიმაც შეიკედლა და ზრდიდა. კოკა ხომ ფანტასტიური პიროვნებაა, მაგრამ დიმა ბავშვობიდან ”ხულიგანი” იყო. ფილმში გადაღებისას სრულიად ახალი სამყარო ნახა. შემდეგ, სამწუხაროდ, ძალიან დაიძაბა მისი ცხოვრება. ამერიკაში წავიდა, მაგრამ იქ ვერ აეწყო. საქართველოში რომ დაბრუნდა, დაოჯახდა, მაგრამ ვერც პირადი ცხოვრება აეწყო. სულ ვფიქრობდით მე და ზაზა, რამე ფილმში გადაგვეღო და ეს ბიჭი ისევ მსახიობობისკენ შემოგვებრუნებინა.. შემდეგ გავიგე, რომ დაიჭირეს და ძალიან გული მეტკინა...

”ტბაში” დედის როლს ვთამაშობდი.. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა. სულ დაძაბულად და კაცურად იქცეოდა, ვინმეს მისთვის ცუდი არ ეთქვა, ან მის წინააღმდეგ ცუდი არ გაეკეთებინა. გაგრძელება

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)