გიამ ბოლო წერილი, ბარიკადებზე დატოვა, რომელშიც შვილს პატიებას სთხოვს - გია აბესაძის მეუღლის სულისშემძვრელი ინტერვიუ
გიამ ბოლო წერილი, ბარიკადებზე დატოვა, რომელშიც შვილს პატიებას სთხოვს - გია აბესაძის მეუღლის სულისშემძვრელი ინტერვიუ
თბილისში მიტინგები, არეულობა, დაპირისპირება, დაუნდობლობა - არახალი თემაა. წლების წინ სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად, 1991 წლის 19 სექტემბერს, ახალგაზრდა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამაღელვებელ და საზარელ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. გიამ თავისი ბოლო წერილი, მიძღვნილი ოჯახისადმი, ბარიკადებზე დატოვა, რომელშიც შვილს პატიებას სთხოვს. რუსუდან მშვენიერაძე იხსენებს მეუღლეს, იმდროინდელ პერიპეტიებს და დღევანდელ დღესაც ეხმიანება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"როცა მიტინგებზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, საშინელი ზიზღი და
აგრესია გამეფდა, სახლში ხშირად ვსაუბრობდით, რომ ნუთუ არ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ორივე მხარეს გონს მოიყვანდა. სწორედ წინა დღეებში, გიამ ჩეხი იან პალახი გაიხსენა. პიროვნება, რომლის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლს ძალიან აფასებდა. იანმა თავი დაიწვა და ასე გამოხატა პროტესტი 1969 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების ოკუპაციის
წინააღმდეგ. სხვათა შორის, მის ხსოვნას დღემდე დიდ პატივს მიაგებენ..."

"ბოლო ხანს სულ კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საუბრობდა. ორი დღით ადრე, ზუსტად იმ ადგილას გამოვიარეთ, სადაც თავი დაიწვა. ეს იყო ბორჯომის წყლების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, რომლის მოპირდაპირედ იყო ედპ-ს შტაბი. გია იცნობდა ერთ ზესტაფონელ ბიჭს, ამ პარტიის წევრს და ამბობდა: შტაბში უნდა შევიდე და გავიგო, რას ფიქრობენო. მისი გარდაცვალების მერე სახლში გაზეთი "თბილისი" ვნახე, წინა დღეს კითხულობდა. ერთი სტატია იყო გლადიატორების შესახებ. ჟურნალისტი წერდა, რომ ძველ რომში გლადიატორების ბრძოლას მოხუცი კაცი შეეწინააღმდეგა, რომელიც პროტესტის ნიშნად, ბრძოლის დროს შუაში ჩადგა..."
გია აბესაძის მეუღლე და ქალიშვილი
"ბენზინისთვის სახლიდან ორკილოიანი ქილა წაიღო და რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, ზეთს მოვიტანო. ვიღაც ბიჭისთვის უთხოვია ბენზინის ჩასხმა, მანქანის ჩაქრობა მოიმიზეზა. სამწუხაროდ, მისი თავის გაწირვით არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, მაინც გულუბრყვილო ადამიანი იყო, რადგან ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა..."

"ჩემს შვილს თუ ვუყვარდი, ვერ ვგრძნობდი, სანამ გია ცოცხალი იყო. ეკასთვის მამა ღმერთი გახლდათ. გია რომ გარდაიცვალა, ეკა 10 წლისა იყო. ფილმში ეკა ამბობს: მეგონა, რომ მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და აღმოჩნდა, მას ჩემზე მეტად საქართველო ჰყვარებიაო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.


ნანული ზოტიკიშვილი
...
20 ივლისი 2019 09:15
ქალბატონო, მოყევი ბარემ სიმართლე ბოლომდე...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები