რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა
რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა
ამხანაგური მატჩი რაგბში, რომელიც 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თბილისში უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება. "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციაში განაცხადეს.

სააგენტოს ცნობით, მატჩის გაუქმების მიზეზი გახდა საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის სკანდალის გამო დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და
შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში
აღნშნულია, რომ მატჩის გაუქმება არ აისახება ორივე ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე.

"რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს" - ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები