"ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მეგობრებისთვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და" - და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს
"ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მეგობრებისთვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და" -  და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს
ჩხო­რო­წყუ­ში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში ოთხი წლის წინ და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს. 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა ინგა ვე­კუ­ას იმე­დი აქვს, რომ შვილს ცო­ცხალს და უვ­ნე­ბელს იპო­ვის. ამ იმე­დით ის შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე მე­ო­თხე წე­ლის ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინგა ვე­კუა AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, გი­ორ­გი ტო­ბა­ვარჩხილ­ზე სა­ლაშ­ქროდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო წა­სუ­ლი. თუმ­ცა მან ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მე­ო­რე ტბის­კენ წას­ვლა არ მო­ი­სურ­ვა და მათ უთხრა, რომ გზად
და­ე­ლო­დე­ბო­და. ვე­კუა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი დაბ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იმ ად­გი­ლას არ დახ­ვდათ, სა­დაც და­ტო­ვეს.

"ოთხი წე­ლია ვე­ძებთ, ვერც ცო­ცხა­ლი და ვერც მკვდა­რი ვერ ვი­პო­ვეთ. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მათ­თვის უთ­ქვამს, რომ
მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და და პირ­ველ ტბას­თან და­ე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ტბამ­დე რვა სა­ა­თის შუ­ა­ლე­დია. მობ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. მა­შინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ. მე რო­გორც ვიცი, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი.  იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?