"ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მეგობრებისთვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და" - და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს - კვირის პალიტრა

"ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მეგობრებისთვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და" - და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს

ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში ოთხი წლის წინ დაკარგულ ერთადერთ შვილს დედა ამ დრომდე ეძებს. 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის აგვისტოს გაუჩინარდა, თუმცა ინგა ვეკუას იმედი აქვს, რომ შვილს ცოცხალს და უვნებელს იპოვის. ამ იმედით ის შვილის შესახებ ინფორმაციას უკვე მეოთხე წელის ავრცელებს.

როგორც ინგა ვეკუა AMBEBI.GE-ს უყვება, გიორგი ტობავარჩხილზე სალაშქროდ მეგობრებთან ერთად იყო წასული. თუმცა მან ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მეორე ტბისკენ წასვლა არ მოისურვა და მათ უთხრა, რომ გზად დაელოდებოდა. ვეკუა ამბობს, რომ მისი შვილი დაბრუნებულ მეგობრებს იმ ადგილას არ დახვდათ, სადაც დატოვეს.

"ოთხი წელია ვეძებთ, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეთ. ასე ხომ არ შეიძლება, სადღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მეგობრებთან ერთად, სალაშქროდ წავიდა. ფეხსაცმელი უჭერდა და მათთვის უთქვამს, რომ მეორე ტბამდე ვერ წავიდოდა და პირველ ტბასთან დაელოდებოდა. პირველიდან მეორე ტბამდე რვა საათის შუალედია. მობრუნებულ მეგობრებს იგი ადგილზე არ დახვდათ. მაშინ ტობავარჩხილის ტბის მიმდებარედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მე როგორც ვიცი, სამძებრო ღონისძიებაში ასამდე ადამიანი იყო ჩართული.  იხილეთ სრულად