ვინ არის ქართველი, რომელიც Disney-ს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი, რომელიც Disney-ს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა?

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა, ინფორმაციას AT.ge ავრცელებს. კახა აბაშიძე შეითავსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს.

კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

კახა აბაშიძე ვაჟთან ერთად

როგორც Disney-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, აბაშიძე კომპანიას 2008 წელს შეუერთდა და არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, კურირებდა კომპანიის საქმიანობას ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2014 წლიდან ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მუშაობდა. გაგრძელება