მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ. დაშავებულების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.