რეზო გიგინეიშვილი მესამედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი კინორეჟისორის რჩეული
რეზო გიგინეიშვილი მესამედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი კინორეჟისორის რჩეული
ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთში დიდი წარმატებით სარგებლობს და ბულვარული პრესის სასურველი რესპოდენტია. რეზო რუსი ქალების გულთამპყრობელია, მისი პირველი მეუღლე "ვარსკვლავების ფაბრიკის“ მონაწილე ნასტია კოჩეტკოვა გახლდათ, წყვილი 2009 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

კოჩეტკოვასთან დაშორების შემდეგ, რეზომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე ნადიაზე იქორწინა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. 2013 წელს მათ ჯვარი ბოდბეში დაიწერეს, შეეძინათ ქალიშვილი ნინო.



ნადია ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ რეზიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ ბედნიერებამ მხოლოდ რამდენიმე წელს
გაძლო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ორი წლის წინ, "რეიტინგი“ ქართველი რეჟისორის ახალი სიყვარულის შესახებ წერდა. რეზო გიგინეიშვილი მაშინ "კინოტავრის“ ცერემონიალზე ნადეჟდა აბალენცოვასთან ერთად გამოჩნდა.

აშკარაა, რომ ჭორები 35 წლის ნადეჟდას და 37 წლის რეზოს შესახებ გამართლდა, ისინი უკვე ოფიციალურად დაქორწინდნენ.

ჟურნალმა Tatler-მა გუშინ წყვილის ხელის
მოწერის ცერემონიალიდან პირველი კადრები გაავრცელა. გამოცემის ცნობით, რეჟისორი მორიგი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს და უკვე სტუმრების სიაც შეადგინა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები