პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან 27 წლის საქართველოს მოქალაქე გადმოვარდა - ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან 27 წლის საქართველოს მოქალაქე გადმოვარდა - ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან მუშა, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა, რომელიც ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ბიძაშვილმა ლელა ბუხულეიშვილმა აცნობა.

ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისს უწყებებს ყურადღების გამოჩენას და დახმარებას სთხოვს.

როგორც ლელა ბუხულეიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რის შესახებაც ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?