ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა - არის მსხვერპლი
22-07-2019
ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა - არის მსხვერპლი
ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევა ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მოხდა. მიკროავტობუსი ბათუმში მიდიოდა. დაღუპულიც და დაშავებულიც სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?