ავტომობილი გზიდან გა­და­ვი­და და კლდეს შე­ე­ჯა­ხა - ავარიას იმერეთში ქართველი სპორტსმენი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტომობილი გზიდან გა­და­ვი­და და კლდეს შე­ე­ჯა­ხა - ავარიას იმერეთში ქართველი სპორტსმენი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ევროპის უძლიერესი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ხარაგაულის მიუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი თავად მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. სპორტსმენი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გაგრძელება