ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ევროპის უძლიერესი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ხარაგაულის მიუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა.ავტომობილი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი თავად მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. სპორტსმენი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გაგრძელება