არჩევანი შენ! - კვირის პალიტრა

არჩევანი შენ!

ძვირფასო მკითხველო, გმადლობთ, რომ პროექტში მონაწილეობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნიერ, სულიერად მდიდარ, განათლებულ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება. ჩაერთეთ პროექტში, არ დაუშვათ, რომ თქვენი საყვარელი წიგნი დარჩეს სიის მიღმა!

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიკითხა 9000 ადამიანზე მეტი. გამოკითხვა გრძელდება. ჩვენ საშუალებას გაძლევთ 50 წიგნის საბოლოო გამოვლენამდე მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. იაქტიურეთ!

ახლა გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასახელებულ ნაწარმოებებს.

გადახედეთ სიას, შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა ავტორებიც. თუ გსურთ, რომ ისინიც მოხვდნენ სიაში, ან გინდათ უპირატესობა მიანიჭოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, შეავსეთ ქვემოთ მოცემული კითხვარი, ან "კვირის პალიტრის" საიტზე გახსენით ფანჯარა "კარცერი ლუქსი" და დაასახელეთ წიგნები, რომლებმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა (არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვობაში თუ შემდგომ). მხოლოდ ასე მოხვდება თქვენი რჩეული გამოსაცემ წიგნთა სიაში.

შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიოს ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, თუმცა, ეს თქვენი და საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება.

თუ თვლით, რომ აქ ჩამოთვლილი 100-ზე მეტი წიგნიდან რომელიმე არ იმსახურებს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვედრას, შეგიძლიათ ესეც აღნიშნოთ ქვემოთ მოცემულ ბლანკში ან ინტერნეტში: 50.kvirispalitra.ge

მაშ ასე, ველით თქვენს ხმებს. აირჩიეთ, იაქტიურეთ, დაელოდეთ...

100-ზე მეტი დაწინაურებული წიგნის სია:

აგათა კრისტი "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"

აკა მორჩილაძე "სანტა ესპერანსა"

ალბერ კამიუ "უცხო"

ალექსანდრე დიუმა "სამი მუშკეტერი"

ალექსანდრე დიუმა "დედოფალი მარგო"

ალექსანდრე დიუმა "გრაფი მონტე-კრისტო"

ალექსანდრ პუშკინი "ევგენი ონეგინი"

ალექსანდრე ყაზბეგი "ხევისბერი გოჩა"

"ანა ფრანკის დღიურები"

ანტონ ბერჯესი "მექანიკური ფორთოხალი"

ანტონ ჩეხოვი მოთხრობები

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი "პატარა უფლისწული"

ართურ კონან დოილი "შერლოკ ჰოლმსი"

ბიბლია

გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელიწადი"

გაბრიელ გარსია მარკესი "პატრიარქის შემოდგომა"

გი დე მოპასანი "ლამაზი მეგობარი"

გოდერძი ჩოხელი "ადამიანთა სევდა"

გოეთე "ფაუსტი"

გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგი"

გრიგოლ რობაქიძე "ჩაკლული სული"

გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"    გურამ დოჩანაშვილი ""კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა""

გურამ რჩეულიშვილი მოთხრობები

გუსტავ ფლობერი "მადამ ბოვარი"

დათო ტურაშვილი "ჯინსების თაობა"

დანტე ალიგიერი "ღვთაებრივი კომედია"

დენ ბრაუნი "და ვინჩის კოდი"

ედგარ პო მოთხრობები

ერიხ მარია რემარკი "სამი მეგობარი"

ერიხ მარია რემარკი "ტრიუმფალური თაღი"

ერნესტ ჰემინგუეი "მოხუცი და ზღვა"

ერნესტ ჰემინგუეი "მშვიდობით იარაღო"

ეტელ ლილიან ვოინიჩი "კრაზანა"

ვაჟა-ფშაველა "ალუდა ქეთელაური"

ვირჯინია ვულფი "მისის დალაუეი"

ვიქტორ ჰიუგო "კაცი, რომელიც იცინის"

ვიქტორ ჰიუგო "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"

თომას მანი "ბუდენბროკები"

თომას მანი "ჯადოსნური მთა"

ირვინ შოუ "მდიდარი, ღარიბი"

ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილები"

ილია ჭავჭავაძე "კაცია-ადამიანი?!"

ილფი და პეტროვი "12 სკამი"

კობო აბე "ქალი ქვიშაში"

კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენა"

კონსტანტინე გამსახურდია "დავით აღმაშენებელი"

კენ კიზი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

კნუტ ჰამსუნი "მისტერიები"

ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"        ლევ ტოლსტოი "ომი და მშვიდობა"

ლევ ტოლსტოი "ჰაჯი მურატი"

მაინ რიდი "უთავო მხედარი"

მარგარეტ მიტჩელი "ქარწაღებულნი"    მარკ ტვენი "ტომ სოიერის თავგადასავალი"    მარკ ტვენი "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი"

მაქს ფრიში "ვიქნები თუნდაც განტენბაინი"

მაქს ფრიში "ჰომო ფაბერი"

მილორად პავიჩი "ხაზარული ლექსიკონი"

მიხეილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"

მიხეილ შოლოხოვი "წყნარი დონი"

მიხეილ ჯავახიშვილი "თეთრი საყელო"

მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნები"

მიშელ უელბეკი "პლატფორმა"

ნოდარ დუმბაძე "თეთრი ბაირაღები"

ოთარ ჭილაძე "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"

ოთარ ჭილაძე "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"

ორჰან ფამუქი "მე წითელი მქვია"

ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"

ოსკარ უაილდი "ბროწეულის სახლი"

ონორე დე ბალზაკი "შაგრენის ტყავი"

ო,ჰენრი მოთხრობები

პაულო კოელიო "რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი"

პაულო კოელიო "ალქიმიკოსი"

პროსპერ მერიმე "კარმენი"

ჟიულ ვერნი "საიდუმლო კუნძული"

ჟიულ ვერნი "80 000 კილომეტრი წყალქვეშ"

რიუნოსკე აკუტაგავა ნოველები

რიჩარდ ბახი "თოლია სახელად ჯონათან ლევინგსტონი"

სერვანტესი "დონ კიხოტი"

სომერსეტ მოემი "მთვარე და ექვსპენიანი"

სტენდალი "წითელი და შავი"

სულხან-საბა ორბელიანი "სიბრძნე სიცრუისა"

უილიამ თეკერეი "ამაოების ბაზარი"

უილიამ ფოლკნერი "ხმაური და მძვინვარება"

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი"

ფიოდორ დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი"

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმები კარამაზოვები"

ფრანც კაფკა "პროცესი"

ფრანც კაფკა "მეტამორფოზები"

ფრიდრიხ ნიცშე "ასე იტყოდა ზარატუსტრა"

ფრედერიკ ბეგბედერი "99 ფრანკი"

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი "დიდი გეტსბი"

ფრენსის სკოტ ფიტჯერალდი "ნაზია ღამე"

ყურბან საიდი "ალი და ნინო"

შარლოტა ბრონტე "ჯეინ ეარი"

შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი"

შტეფან ცვაიგი "უცნობი ქალის წერილი" (მოთხრობები)

ჩარლზ დიკენსი "დავით კოპერფილდი"

ჭაბუა ამირეჯიბი "დათა თუთაშხია"

ჯეიმს ჯოისი "ულისე"

ჯეიმს ჯოისი "დუბლინელები"

ჯეინ ოსტინი "სიამაყე და ცრურწმენა"

ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენი"

ჯეკ ლონდონი "დიდი სახლის პატარა დიასახლისი"

ჯერომ სელინჯერი "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში"

ჯოვანი ბოკაჩო "დეკამერონი"

ჯორჯ ორუელი "ცხოველთა ფერმა"

ჯორჯ ორუელი "1984"

ჯონ გოლზუორთი "ფორსაიტების საგა"

ჰარუკი მურაკამი "ნადირობა ცხვარზე"

ჰენრიკ სენკევიჩი "ვიდრე ჰხვალ"

ჰერმან ჰესე: "ტრამალის მგელი"

ჰომეროსი: "ოდისეა"