"ზომები იცოდით?!" - რატომ მიიტანა ანა დოლიძემ ჩუსტები იუსტიციის საბჭოში - კვირის პალიტრა

"ზომები იცოდით?!" - რატომ მიიტანა ანა დოლიძემ ჩუსტები იუსტიციის საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

როგორც დოლიძემ სხდომაზე აღნიშნა, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, ამით ირღვევა შრომითი უფლებები. მისივე თქმით, ჩუსტების სხდომაზე მიტანით ის გამოხატა, რომ "საბჭოს წევრებმა საღამოს გასაუბრების დროს თავი კომფორტულად, ოჯახურ გარემოში იგრძნონ".

საბჭოს მოსამართლე წევრმა ვასილ მშვენიერაძემ ჰკითხა, ზომები მაინც თუ იცოდა "უკაცრავად მაგრამ ზომები იცოდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ", - აღნიშნა მშვენიერაძემ საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილის თქმით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი "დავალებებს ასრულებენ".

"ისინი დავალებებს ასრულებენ და ახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას ",- აღნიშნა მეთოფიშვილმა.

საბჭოს კიედევ ერთი მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს,როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგიმლობას წარუდგენს იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატი განსაზღვროს საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის და იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს,ლევან თევზაძეს ესაუბრება. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.

"ინტერპრესნიუსი"