ტაქსი "მაიასთვის" - შვილები დედის გადასარჩენად იბრძვიან - კვირის პალიტრა

ტაქსი "მაიასთვის" - შვილები დედის გადასარჩენად იბრძვიან

თბილისის ქუჩებში თეთრი სტიკერებით გაფორმებულ წითელ ტაქსს თუ დაინახავთ, მაშინ, იცოდეთ, რომ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ 54 წლის მაია ქართველიშვილს გადარჩენაში დაეხმაროთ, რომლის შვილები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის სიცოცხლის გადასარჩენად ტაქსით სამკურნალო თანხის შეგროვებას ცდილობენ. მაიას სიცოცხლის გადასარჩენად მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. მწვავე ლეიკემიის დიაგნოზის დამარცხების აქციაში ჩაერთვნენ ქართველი სპორტსმენებიც.

მაია ქართველისშვილის შვილმა, ნიკამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.

მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით"

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

591 819 819