"რაღა მაშინ აღმოჩნდნენ მამუკა ხაზარაძე და პაატა ბურჭულაძე დამნაშავეები, როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეს?!"
"რაღა მაშინ აღმოჩნდნენ მამუკა ხაზარაძე და პაატა ბურჭულაძე დამნაშავეები, როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეს?!"
როგორც ცნობილია, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოსაც უკვე მიმართა. მოგეხსენებათ, "თიბისი ბანკი" და მამუკა ხაზარაძეც წლების განმავლობაში ეხმარებიან ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას. კულტურის ბევრი წარმომადგენელი, დღეს მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს,  გამონაკლისი აღმოჩნდა ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელმაც თავის მოსაზრება გულწრფელად გავვიზიარა:

- მამუკა ხაზარაძეს პირადად ვიცნობ და საუკეთესო მხრიდან!
ვიცი, რომ ბევრ ხელოვან ადამიანს დაეხმარა, სწავლა დაუფინანსა და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული... იმ საქმის, რასაც ედავებიან, შინაარსი არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეჭვები როგორც ყველას, მეც მაქვს.

ძალიან დასანანია, ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრის დახმარება შეუძლიათ, დღეს შეიძლება გზა ჰქონდეთ ჩაკეტილი. როგორც ვიცი,
ახლაც ძალიან დიდი ზარალი ნახა მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებულმა ბანკმა. შოკისმომგვრელ ციფრებზეა საუბარი!

შეიძლება ბევრი ისეთი რამ ვთქვა, რაც რეალურად ოდნავაც არ იყოს ახლოს სამართლებრივ მხარესთან, მაგრამ როგორც ხელოვანი და რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, სამართალმა იზეიმოს...
თუ არ ვცდები, ხაზარაძე საქართველოში საბანკო საქმიანობის პიონერია. დასანანია ასეთი ადამიანები რაღაც წნეხის ქვეშ იყვნენ მოქცეული...

ტროლებით და ბოტებით მე ვეღარავინ გამაკვირვებს, სულ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება, თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო...

რაღა მაშინ აღმოჩნდნენ მამუკა ხაზარაძე და პაატა ბურჭულაძე დამნაშავეები, როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეს?! - ბოლოსდაბოლოს ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი! თუ ვინმეს ბრალს წაუყენებენ, აუცილებლად უნდა დაამტკიცონ კიდეც მისი ბრალეულობა, თან ისე, რომ საზოგადოებას ამ მტკიცებულებებში ეჭვი არ შეეპაროს...

როგორც ვიცი, პაატა ბურჭულაძეს ჯერჯერობით ვერაფერი დაუმტკიცეს, როცა ამდენი წლებია იბრძვიან... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, განადგურების ოსტატები ვართ! როგორ მოვკლათ ერთმანეთი ამას ვფიქრობთ და რომ მოვკვდებით, მერე დიდი ამბები ატყდება ჩვენზე, უი, რა კარგი ადამიანი ყოფილაო...

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მესმის განცხადებები, რუს ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორიებს არ დავუთმობთო, მე რას ვამბობ, აბა, განსაკუთრებულს? ჩემი შვილების თაობის აქციაზე ორი რამის გამო მივედი - არა რუსულ ოკუპაციას და არა ერთმანეთის დაუნდობლობას! ყველაზე მეტად მაშინებს ის აგრესია და სისაძაგლე, რასაც დღეს ქართველი ხალხი კადრულობს, ოდნავ განსხვავებული აზრის გამო მე პატრიარქის მოღალატე მიწოდეს! იმედი მაქვს, დადგება დრო და დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ისეთი არ ვარ, რაც მეძახეს!

საუბრის დასასრულს ისევ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის პროკურატურამ სწრაფად და გამჭვირვალედ ისე ჩაატაროს გამოძიება, რომ დამიმტკიცოს მამუკა ხაზარაძის ბრალეულობა, თუ არა და იმან აგოს პასუხი ვინც, ეს ყველაფერი წამოიწყო...


(სპეციალურად საიტისთვის)

misha
12 ოქტომბერი 2019 06:30
უბრალოდ უწმინდეს მხარში უნდა ამოდგომოდი და ღიად დაგეგმო ლ.გ.ბ.ტ აქცია ამას ელოდებოდა ხალხი შენგან და არა იმას რომ ხაზარაძე კარგი კაცია თუ ცუდი.ისე თუ გინდა ხაზარაძეზე ნამდვილი ამბვი მოისმინო აჩაბრძანდი ქალბატონო ბორჯომში და დაწვრილებით გაიგებ ვან არის და რას წარმოადგენს ხაზარაძე და რაცხრიკებით ჩაიგდო ამდენი ფული ხელში.
ლალუკა
28 ივლისი 2019 12:32
ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, ისეა ამათი და ბიძინას საქმე.
nugzari.
26 ივლისი 2019 14:37
ქ-ნო \თამარ,ვწუხვარ რო რუსთავი2-ის ჯურნალისტებივით მსჯელობ,სანამ პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადს გააკეტებდნენ,დიდიხნით ადრე დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების ფაკტზე,,ნეტა ვიცოდე რის მიღწევას ცდილობ საქმე პირიქითაა,რომ მიხვდნენ დანაშაულს ვეგარ გაექცეოდნენ ცდასე პოლიტიკური სპეკულაცა,აბა კარგად დააკვიდი რა ხდება,სირცვილია

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები