ვინ არის გოგონა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ შვილებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანში წაიყვანა?
ვინ არის გოგონა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ შვილებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანში წაიყვანა?
შინაგან საქმეთა სამინისტროს  ყოფილი თანამშრომელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბაკურიანში დასასვენებლად, თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა.

"არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი... ამიტომ დავწერ... როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ...

2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველი
კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია...
გავიდა წლები...2019 წელი, აგვისტო... ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები - ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო... გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად
რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ... დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში... გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ...
ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს..." - წერს თეა პერტაია.

ინფორმაციისთთვის, როცა დეას მამა ომში წავიდა, ბავშვი რამდენიმე დღის დაბადებული იყო. შვებულებაში მყოფი გიგა სახელაშვილი თავად გამოცხადდა სამსახურში, რომ ომში წასულიყო.





lela
05 აგვისტო 2019 10:37
ღმერთმა დაგლოცოთ, არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ, რომ ამ დახატულ გოგონას აბედნიერებთ, ამრავლოს თქვენნაირი ხალხი
სიმერტლეს და ყველა ნაცს
04 აგვისტო 2019 14:41
თალაკვაზე არაჩვეულებრივი ადამიანია, თქვენი გაკეთებული სიკეტე თუ არსებობს დედამოწაზე,ყველა ასეთი ბოროტი რამ გაგაჩინათ, ნაცებო თქვენში ერთი კი არა ნახევარი არამიანიც კი არ არის ადამიანი, სიკეთე თქვენთვის აბსოლუტურად უცხოა, ხალხმა ეს იცის და ამიტომ თქვენ ისტორიის საკუთრება ხართ. ახალგაზრდებო ნუ მიეტმესნებით მათ, ეს თქვენი ცხოვრების სამარცხვინო ლაქად დარჩება.
bela
04 აგვისტო 2019 14:16
ადამიანურად მეცოდება ივანიშვილი! წლეებია ამდენ უმადურობას რომ ისმენს, ჩახედეთ ისტორიას ასეთი მაშტაბის ქველმოქმედება თუ გაუკეთებია ვინმეს...... და თუ ვინმეს სიკეთის გაკეთება გინდათ, ჩუმად აკეთეთ და ნუ პოზიორობთ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?