დემნა გვასალია: "კოლექცია მივუძღვენი საქართველოს"
დემნა გვასალია: "კოლექცია მივუძღვენი საქართველოს"
38 წლის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სოხუმელია. სკოლის შემდეგ დიზაინერი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, შემდეგ კი ანტვერპენის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. 2017 წელს ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემიით მოდის "ოსკარით" დააჯილდოვა.

2015 წლიდან ფრანგული მოდის სახლის "ბალენ­სიაგას" შემოქმედებითი დირექტორი და კომპანია "ვეტ­მა­ნის" მთავარი დიზაინერია, მისი სამოსით ბევრი ცნობილი ადამიანი იწონებს თავს. მაგალითად, რიანა, კიმ კარდაშიანი, სელენა გომესი, ჯიჯი ჰადიდი... აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა სერიალის "სექსი
დიდ ქალაქში" ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში სწორედ დემნა გვასალიას სამოსით წარდგა.
ექსპირველი ლედი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ატლასის ყვითელ კაბაში.

რამდენიმე თვის წინ ამერიკელი რეპერი ლილ უეინი სცენაზე დემნა გვასალიას კომპანია Vetements-ის ქურთუკით გამოჩნ
და. ჯინსის ქურთუკზე ქართული წარწერებია: "სოხუმი",­ "ვაჟა", "შოთა", "გალაკტიონი", მკლავზე კი გალაკტიონის ლექსი "მე და ღამეა".
გასულ წელს დიზაინერმა პარიზში საქართველოსადმი მიძღვნილი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას. "კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი­ 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისა და ტკივილისთვის","- განაცხადა მან პარიზში გამართული ჩვენების შემდეგ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?