"ძალიან დიდი მკერდი აღარ არის მოდური"
"ძალიან დიდი მკერდი აღარ არის მოდური"
რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ ყველაზე ხშირად ქალები

ცხვირის პლასტიკის ბუმს ვერ გადაურჩა წლების წინ პირველი "მის საქართველო" ნუკა კაციტაძე, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი მისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა.
"ადრე მეზოთერაპიას ვიკეთებდი, ახლა მხოლოდ ბოტოქსს ვიკეთებ 8 თვეში ერთხელ. ცხვირის პლასტიკა 35 წლის ასაკში გავიკეთე, როცა ქმარს გავშორდი, დეპრესიული პერიოდი მქონდა და რაღაც რომ შემეცვალა, წავედი და ცხვირის პლასტიკა გავიკეთე. ოპერაციის შემდეგ იმდენად გამიჭირდა საკუთარი თავის აღქმა, რომ დიდი სტრესი მივიღე, ვერ ვეგუებოდი სხვა
ცხვირს. თუ ქალს მეტი თავდაჯერებულობისთვის გარეგნობაში რამის შეცვლა სურს, აუცილებლად უნდა შეცვალოს".

დიზაინერ მეგი გაბუნიას ხშირად უწევს მტკიცება, რომ მას თავისი, ბუნებრივი ცხვირი აქვს.
"ყველას ჰგონია, რომ ცხვირი ნაოპერაციები მაქვს. ამას რომ მეუბნებიან, საგვარეულო ფოტოს გადმოვუღებ ხოლმე და ვამტკიცებ ფაქტს - ცხვირი ჩემია! არ ვუყურებ
სკეპტიკურად პლასტიკურ ოპერაციებს, ცოტა ხნის წინ მკერდის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ვფიქრობ, ბუნებრივი სხეული ჯობს, მაგრამ თუ პლასტიკური ოპერაციის შედეგები ბუნებრივთან მიახლოებულია, რატომაც არა! ყველაზე მეტად არ მომწონს ძალიან ათლილი ცხვირი, არაქირურგიული პროცედურებიდან კი ძალიან გაზრდილი ტუჩი. რასაც ხელოვნური ჩარევა ეტყობა, აშკარად არ მომწონს".

სილამაზეზე ყველას ინდივიდუალური წარმოდგენა აქვს და ეს ხშირად გამხდარა კამათის საგანი, მით უმეტეს, თუ პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა ლამაზი ვიზუალი. დროთა განმავლობაში პლასტიკური ქირურგია პოპულარული გახდა. საქართველოში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ყველაზე ხშირად ქალები ცხვირის პლასტიკას იკეთებდნენ. გაგიკვირდებათ და, ცხვირის პლასტიკა დღესაც აქტუალურია. რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ ქალები ყველაზე ხშირად და რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული, ამ კითხვებზე კლინიკა "მედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ალექსიძე გვესაუბრება:

- პლასტიკური ქირურგია ნაკლებად სარისკო და კომფორტული გახდა წინა წლებთან შედარებით. ბოლო 5 წლის პლასტიკური ოპერაციების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე ხშირია ქალების მომართვიანობა რინოპლასტიკასა (ცხვირის პლასტიკა) და მამოპლასტიკაზე (მკერდის პლასტიკა).
20-დან 30 წლამდე ქალებს ყველაზე ხშირად რინოპლასტიკა სურთ, 30-დან 35 წლამდე­ - მკერდის პლასტიკა, 40 წლიდან - ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა), აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა) და ლიპოსაქცია.

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მკერდის პლასტიკა? რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოპერაციამდე?
- ჩვენს კლინიკაში მკერდის იმპლანტის შერჩევა პროცედურამდე 3D ტექნოლოგიით ხდება. შესაბამისად, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, წინასწარ შეარჩიოს სასურველი ფორმა და ზომა. მკერდის პლასტიკა საშუალოდ 1 საათს საჭიროებს, რასაც წინ უძღვის მოსამზადებე­ლი პერიოდი, ანალიზები და მამოლო­გთან კონსულტაცია. უკუჩვენებები ოპერაციას პრაქტიკულად არა აქვს, თუ პაციენტი ჯანმრთელია. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს,­ მარტივად მიმდინარეობს, პაციენტს 1 თვის განმავლ­ობაში სპეციალური კორსეტის ტარება უწევს. მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი იწყება 3.500 ლარიდან და 7.000 ლარამდე ადის.
გია გვარამია, ქირურგი: - დღეს აღარ არის"მოდური ძალიან დიდი მკერდი, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს სავსე. ყველაზე დიდი მოთხოვნა 2-3 ზომის მკერდზეა. ხშირად ისმის კითხვა: გასულ წლებში უფრო სავსემკერდიანი ქალები იყვნენ, ახლა რატომ აღარ არის ასე? ანთროპოლოგიური მონაცემები მუდმივად იცვლება - წინა საუკუნეში უფრო ხორცსავსე ქალები იყვნენ და ეს მკერდის ზომაზეც აისახებოდა.

P.S. მსოფლიოში პლასტიკურ ოპერაციებზე მოთხოვნა წლებთან ერთად იზრდება, თუმცა ისევ აქტუალურია კითხვა: სად გადის ზღვარი სილამაზესა და პლასტიკურ ქირურგიას შორის?!

სტატისტიკის ენით...

ამერიკის ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების ყოველწლიურ ანგარიშში 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი ქირურგიული ოპერაციების სტატისტიკა ასეთია:
1. მკერდის პლასტიკა 313 735
2. ლიპოსაქცია 258 558
3. რინოპლასტიკა 213 780
4. ქუთუთოების პლასტიკა 206 529
5. ლიპოსაქცია 130 081

ყველაზე მოთხოვნადი 5 კოსმეტიკური პროცედურა 2018 წლის მიხედვით:

1. ბოტოქსის ინიექცია 7,44 მილიონი (3%-ით მოიმატა მოთხოვნამ წინა წელთან შედარებით)
2. ფილერი 2,68 მილიონი (2%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით)
3. ქიმიური პილინგი 1,38 მილიონი­ (1% ით გაიზარდა)
4. ლაზერული ეპილაცია 1,1 მილიონი (1%-ით შემცირდა მოთხოვნა)­
5. კანის მიკროდერმაბრაზია 709 413 (4%-ით შემცირდა მოთხოვნა)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?