ფოტოს გადასაღებად ბორცვზე ავიდა და სიმაღლიდან ხრამში გადავარდა - საირმეში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ფოტოს გადასაღებად ბორცვზე ავიდა და სიმაღლიდან ხრამში გადავარდა - საირმეში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთ პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"