ექიმი სერგო ქობალავა სოციალურ ქსელ "ფესიბუკის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:
"აუცილებლად უნდა გავაზიარო ეს ამბავი, რაც ერთი საათის წინ მოხდა: სტამბულის ერთ-ერთ მაღაზიაში ვარ შესული და რაღაც ნივთს ვეძებ ჩემს მეგობართან ერთად. კონსულტანტს ინგლისური არ ესმის და მე და ჩემი მეგობარი ძლივს ვაგებინებთ რა გვინდა. ამასობაში გვერდზე ჩაგვიარა ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიურმა, შავგრემანმა გოგომ. მიხვდა, რომ პრობლემა ჰქონდა ინგლისურის გაგებაში კონსულტანტს და დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენ ამ გოგოს ინგლისურად
ვუხსნიდით და ის თურქულად ესაუბრებოდა კონსულტანტს. პარალელურად მე და ჩემი მეგობარი ქართულად ვსაუბრობდით ერთმანეთში.
უცბად გოგო გვეკითხება: - "თქვენ ქართველები ხართ?"
გაგვეხარდა და ვუპასუხეთ: - "დიახ, ქართველები ვართ.''
"იცით, ჩემი მეგობარი 1 კვირაში ჩამოდის საქართველოში'', - გახარებულმა გვიპასუხა გოგონამ.
ასე გაგრძელდა საუბარი 10-15 წუთი. გოგონამ აგვიხსნა, რომ ის ნივთი, რასაც ვეძებდით, მაღაზიის მე-4 სართულზე უფრო ხელმისაწვდომ ფასში იქნებოდა და შემოგვთავაზა გამოყოლა. ლიფტთან მას დაახლოებით 50-55 წლის მამაკაცი ელოდა. როცა ლიფტში შევედით, გოგონამ გაგვაცნო: - ეს მამაჩემიაო, - მასთანაც წარგვადგინა, მამა, ეს ორი ბიჭი კი ქართველიაო... (საუბარი ისევ ინგლისურად გრძელდება).
- საიდან ხართ? - მამამ გვკითხა და ხელი ჩამოგვართვა.
- თბილისიდან" - ვუპასუხეთ და შევატყვეთ რომ გოგოსაც და მამამისსაც სახე გაებადრათ.
- იცით, ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენ და ჩვენ აქ თურქეთში ვცხოვრობთ უკვე მრავალი ათეული წელი".
მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით. არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა უპასუხა, - სოხუმი, ეს ყველა ქართველის ტკივილიაო...
მამამ შემოგხვედა და გვითხრა:
- სოხუმი და აფხაზი კი არ არის თქვენი ტკივილი, არამედ რუსია თქვენი და ჩვენი ტკივილი. ჩვენ აქ, თურქეთში ქართველები და აფხაზები ერთ სოფელში, გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობთ. ჩვენი მტერი და ცუდის მსურველი მხოლოდ რუსია...
ამ სიტყვების მერე გეფიცებით ისეთი იმედი მომეცა, რომ შეიძლება ოდესმე ქართველებს და აფხაზებს ისევ ძველებურად გაუნათდეთ თვალები ერთმანეთის დანახვაზე როგორც ეს დღეს, სტამბულის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა".
ჯერ შინაური მტერი მოიშორეთ და მერე იფიქრეტ რუსზე და სხვაზე
რატომღაც ეს ყველას საქართველოს მიერ რუსებზე "კბენის'' თემა მიაჩნია. არა და, რუსეთმა ჩერქეზი და აბაძეხების სრული განადგურება მოახდინა, და მხოლოდ მოსახლეობის 4% სასწაულად გადარჩა, რომლებმაც მთის მიუვალ ადგილებშიარსებულ გამოქვაბულებსი შეაფარეს თავი. ხოლო აფხაზები ქართველმა მღვდლებმა ილორში და ბედიაში შეიფარეს და გააქრიასტიანეს სასწრაფოდ, გვარები მეგრულზე გადაუკეთეს და რუსებს უთხრეს, რომ ესენი ჩვენი სარწმუნოების არიან და არ გაასახლოთო ...
21-ეც საუკუნეშიც შუა საუკუნეების ავადმყოფი რუსეთი- მთელი კავკასია არ დაგვაკარგვინონო და თავის მიერ შექმნილი და
დ ა ს ა ყ რ დ ე ნ ი ძალებით , სწორად შევარდნაძის ნომენკლატურით, კრიმინალური სამყაროთ და ,,სასარგებლო იდიოტებით- ,,2012 წლის სპეც-ოპერაცია,, და მას შემდეგ ... სახელმწიფოს რეგრესი-ნგრევა ცხოვრების წესად იქცა და კრემლის დასმული ვაჭარი- მძევალი ივანაშვილების ხელისუფლებები - უკვე ოკუპაციასაც ა რ ახსენებ ....პირიქით ღატაკი- მტერი რუსეთის ღატაკ ეკონომიკას ჩამოკიდეს საქართველო და მით მხოლოდ გააღატაკეს, დააკნინეს, დააუსუსურეს- მაგრამ მას ე რ ი დაასრულებს სწორად ახალი- ა დ ე კ ვ ა ტ უ რ ი კოალიციური ძალები (!)