"ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენო... მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით"
"ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენო... მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით"
ექიმი სერგო ქობალავა სოციალურ ქსელ "ფესიბუკის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"აუცილებლად უნდა გავაზიარო ეს ამბავი, რაც ერთი საათის წინ მოხდა: სტამბულის ერთ-ერთ მაღაზიაში ვარ შესული და რაღაც ნივთს ვეძებ ჩემს მეგობართან ერთად. კონსულტანტს ინგლისური არ ესმის და მე და ჩემი მეგობარი ძლივს ვაგებინებთ რა გვინდა. ამასობაში გვერდზე ჩაგვიარა ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიურმა, შავგრემანმა გოგომ. მიხვდა, რომ პრობლემა ჰქონდა ინგლისურის გაგებაში კონსულტანტს და დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენ ამ გოგოს ინგლისურად
ვუხსნიდით და ის თურქულად ესაუბრებოდა კონსულტანტს. პარალელურად მე და ჩემი მეგობარი ქართულად ვსაუბრობდით ერთმანეთში.

უცბად გოგო გვეკითხება: - "თქვენ ქართველები ხართ?"
გაგვეხარდა და ვუპასუხეთ: - "დიახ, ქართველები ვართ.''

"იცით, ჩემი მეგობარი 1 კვირაში ჩამოდ
ის საქართველოში'', - გახარებულმა გვიპასუხა გოგონამ.
ასე გაგრძელდა საუბარი 10-15 წუთი. გოგონამ აგვიხსნა, რომ ის ნივთი, რასაც ვეძებდით, მაღაზიის მე-4 სართულზე უფრო ხელმისაწვდომ ფასში იქნებოდა და შემოგვთავაზა გამოყოლა. ლიფტთან მას დაახლოებით 50-55 წლის მამაკაცი ელოდა. როცა ლიფტში შევედით, გოგონამ გაგვაცნო: - ეს მამაჩემიაო, - მასთანაც წარგვადგინა, მამა, ეს ორი ბიჭი კი ქართველიაო... (საუბარი ისევ ინგლისურად გრძელდება).

- საიდან ხართ? - მამამ გვკითხა და ხელი ჩამოგვართვა.
- თბილისიდან" - ვუპასუხეთ და შევატყვეთ რომ გოგოსაც და მამამისსაც სახე გაებადრათ.
- იცით, ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენ და ჩვენ აქ თურქეთში ვცხოვრობთ უკვე მრავალი ათეული წელი".

მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით. არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა უპასუხა, - სოხუმი, ეს ყველა ქართველის ტკივილიაო...

მამამ შემოგხვედა და გვითხრა:
- სოხუმი და აფხაზი კი არ არის თქვენი ტკივილი, არამედ რუსია თქვენი და ჩვენი ტკივილი. ჩვენ აქ, თურქეთში ქართველები და აფხაზები ერთ სოფელში, გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობთ. ჩვენი მტერი და ცუდის მსურველი მხოლოდ რუსია...

ამ სიტყვების მერე გეფიცებით ისეთი იმედი მომეცა, რომ შეიძლება ოდესმე ქართველებს და აფხაზებს ისევ ძველებურად გაუნათდეთ თვალები ერთმანეთის დანახვაზე როგორც ეს დღეს, სტამბულის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა".

მკითხველის კომენტარი (23)
saba
05 აგვისტო 2019 12:07
კი აბა, ისიც შევარდნაძის ბრალი ეტყობა მეფის რუსეთის დროს აფხაზები რომ გაასახლეს რუსებმა , ჩრდილო კავკასიელები რომ ჩამოასახლეს და მერე კომუნისტური ეპოქის დროს სულგაყიდული ქართველები რომ აფხაზებად ეწერებოდნენ ამქვეყნიური სიამოვნებების გამო...თუმცა ეხლა მოდაში ყველა ბოროტების სააკაშილისთვის გადაბრალებაა რაღა დროს შევარდნაძეა...:)))
nugo-nugo
05 აგვისტო 2019 12:07
გლახუნა- ე.ი მთელი ჩვენი უბედურება შევარდნაძე ყოფილა, ხოლო ბედნიერები და წარმატებული ერი მაშინ გავხდებით როგორც კი ივანიშვილი წავა და ვინ მოვა? დაგეწერა ბარემ, რას აბოლებ? ვის აბოლებ? ნაცების ტროლი ხარ და მეტი არაფერი, შენ საქართველო და მისი მომავალი ფეხებზე გკიდია.
alexandre
05 აგვისტო 2019 11:18
გლახუნა, შვილო. აფხაზეთის პრობლემა თავიდან ბოლომდე შექმნა შევარდნაძემ (ენა, ინსტიტუტები, ტელევიზია, პრესა..), მიზანდასახული ომი დაიწყო შევარდნაძემ; ყველაფერი დე ფაქტო დააკანონა სააკაშვილმა და შენ დღევანდელ მთავრობას აბრალებ. ამათი დამცველი არც ვყოფილვარ და არტც ვიქნები, მაგრამ სანამ ყველა ქართველი არ შეიგნებს რა და ვინ არიან ამ ჩვენი საერთო უბედურების შემსრულებლები, მანამდე არაფერი ეშველება პრობლემას. ყველაფერი რომ დაგეგმილია რუსეთში, რა თქმა უნდა, არ საჭიროებს განხილვას.
ქეთი
05 აგვისტო 2019 11:10
ვიტირე, ისე მომნატრებია სოხული და გაგრა... ღმერთო, როგორ გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი...
givi
05 აგვისტო 2019 09:06
LUXO ეგებ გაანებო შევარდნაძეს თავი და მთავარ მტერზე წერო რუსეთზე დააყენო საფლავში ის ადამიანი ვისაც არ გეზარებათ ყველა რომ ათას საზიზღრობას წერთ მასზე გრცხვენოდეთ.
LUXO-ს
04 აგვისტო 2019 21:20
საოცარი ლექსია,დიდი სიყვარული და სილამაზეა ჩაქსოვილი. ვინ არის ავტორი,თუ შეიძლება რომ მიუთითოთ.
ირმა ხარშილაძე
04 აგვისტო 2019 21:06
ინკვიზიტორს!

რა სამწუხაროა, რომ სახელდახელოდ, მძაფრი ემოციით დაწერილი სტატუსიდან მხოლოდ
"სტამბული" მოგხვდათ თვალში...
დასანანია... :(
გლახუნა
04 აგვისტო 2019 18:12
ერი მოიშორებს თუ არა კრემლის ფრთხალ მძევალ - ივანაშვილების გუბერნატურას - ხელისუფლებიდან და ძ ა ლ ი ა ნ მალე საქართველო კოალიციური ხელისუფლებით და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებით შეიქმნება ჩეხეთის, ესტონეთის, ლიტვის, ხორვატიას, პოლონეთის დონეზე- ყველაზე პროგრესირებადი-წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი თანამედროვე, ანუ დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, ანუ ორიენტირებული მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე , რაც იქნება მ ი ს ა ბ ა ძ ი მთელი კავკასიისათვის და ყველა კავკასიელი ერი,ხალხი , თავისთავად აფხაზები საქართველოში- თბილისში ჩამოვა რ ე ფ ო რ მ ე ბ ი ს მომზადება - გამოცდილების გაზიარება-განხორციელებისათვის -თანამედროვე სტრუქტურების და ინსტიტუტების ჩამოყალიბებისათვის , რასაც მოყვება ურთიერთ ინტერესებების გაზიარება პატივის და ღირსების აღიარება-დაცვით საქართველოს ტერ-ული მთლიანობოის ა ღ დ გ ე ნ ა ( ფედერაციის ხარისხით)- - ანუ რ უ ს ე თ ი ს გარეშე - მთელი კ ა კ ა ს ი ი ა ევროკავშირის ყველაზე პროგრესირებადი- წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი რეგიონი შეიქმნება . პ.ს. იქნებ ასე მაინც არ დაბლოკოთ.
ინკვიზიტორი
04 აგვისტო 2019 14:35
სტამბული ქართულად სტამბოლია!!! შენ რო ეხლა სერგოს მაგივრად სეროჟა დაგიძახო, მოგეწონება?
LUXO
04 აგვისტო 2019 14:33
რა დავკარგე . . . (მეკვალაჩხირე მეზობელი)
1992-1993 წ.წ. რუსეთის მიერ პროვაცირებულმა ომმა ფხაზეთში, ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამასორმოცდაათიათას ძირძველ მოსახლეს სახლკარი დაატოვებინა და დევნილად აქცია. ამ ვაების აცილება შეეძლო შევარდნაძეს, საქართველოს კოპარტიის ყოფილ ბელადს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მაშინ ხომ ის, დემოკრატიული საქართველოს პრეზიდენტი, ვეღარ გახდებოდა
”ავი მეზობლის ჭირიმე, კარგი -რაღა იქნებაო” ხალხური
რა დავკარგე, რაზე უფრო მწყდება გული,
ოდა სახლი, მოქარგული ეზო- კარი,
მაფშალია ვარდის ბუჩქში განაბული,
ყურშა ძაღლი, მთელი სოფლის მეგობარი.
ბნელ ღამეში აფხაზური სივარადა,
მთის ფერდობზე მოჩუჩხჩუხე ნაკადული,
ღობის ძირას განაბული ყოჩივარდა.
და მეგრული იისფერი გაზაფხული,
და მთავარი უზომო და აუწონი,
რომლის ფასი ქართველებმა ვიცით კარგად,
თუ დაჰკარგავ ვერასდროს რომ ვერ იპოვი.
-სანაკვერჩხლო სამეზობლო- დამეკარგა.
. . .
არსათ გამრიგევ! რომ არ გთხოვო არ იქნება,
არ აღირსო ღიმილი და გაცინება,
კაცს, რომელსაც შეეძლო და არ ინება,
არ ინება - ამ ვაების აცილება.
1993 წლის ოქტომბერი
*
1.მეკვალაჩხირე მეზობელი- (მეგრულია) -მეზობელი, რომელიც ისე ახლოს ცხოვრობს რომ მისგან ანთებული სანთლის, ან ნაკვერჩხლების გადმოტანა შეიძლება, ცეცხლის ასანთებათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები