"ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენო... მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით"
"ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენო... მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით"
ექიმი სერგო ქობალავა სოციალურ ქსელ "ფესიბუკის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"აუცილებლად უნდა გავაზიარო ეს ამბავი, რაც ერთი საათის წინ მოხდა: სტამბულის ერთ-ერთ მაღაზიაში ვარ შესული და რაღაც ნივთს ვეძებ ჩემს მეგობართან ერთად. კონსულტანტს ინგლისური არ ესმის და მე და ჩემი მეგობარი ძლივს ვაგებინებთ რა გვინდა. ამასობაში გვერდზე ჩაგვიარა ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიურმა, შავგრემანმა გოგომ. მიხვდა, რომ პრობლემა ჰქონდა ინგლისურის გაგებაში კონსულტანტს და დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენ ამ გოგოს ინგლისურად
ვუხსნიდით და ის თურქულად ესაუბრებოდა კონსულტანტს. პარალელურად მე და ჩემი მეგობარი ქართულად ვსაუბრობდით ერთმანეთში.

უცბად გოგო გვეკითხება: - "თქვენ ქართველები ხართ?"
გაგვეხარდა და ვუპასუხეთ: - "დიახ, ქართველები ვართ.''

"იცით, ჩემი მეგობარი 1 კვირაში ჩამოდ
ის საქართველოში'', - გახარებულმა გვიპასუხა გოგონამ.
ასე გაგრძელდა საუბარი 10-15 წუთი. გოგონამ აგვიხსნა, რომ ის ნივთი, რასაც ვეძებდით, მაღაზიის მე-4 სართულზე უფრო ხელმისაწვდომ ფასში იქნებოდა და შემოგვთავაზა გამოყოლა. ლიფტთან მას დაახლოებით 50-55 წლის მამაკაცი ელოდა. როცა ლიფტში შევედით, გოგონამ გაგვაცნო: - ეს მამაჩემიაო, - მასთანაც წარგვადგინა, მამა, ეს ორი ბიჭი კი ქართველიაო... (საუბარი ისევ ინგლისურად გრძელდება).

- საიდან ხართ? - მამამ გვკითხა და ხელი ჩამოგვართვა.
- თბილისიდან" - ვუპასუხეთ და შევატყვეთ რომ გოგოსაც და მამამისსაც სახე გაებადრათ.
- იცით, ჩვენ აფხაზები ვართ, ჩვენი წინაპრები სოხუმიდან იყვნენ და ჩვენ აქ თურქეთში ვცხოვრობთ უკვე მრავალი ათეული წელი".

მე და ჩემი მეგობარი წამით გავშრით. არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა უპასუხა, - სოხუმი, ეს ყველა ქართველის ტკივილიაო...

მამამ შემოგხვედა და გვითხრა:
- სოხუმი და აფხაზი კი არ არის თქვენი ტკივილი, არამედ რუსია თქვენი და ჩვენი ტკივილი. ჩვენ აქ, თურქეთში ქართველები და აფხაზები ერთ სოფელში, გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობთ. ჩვენი მტერი და ცუდის მსურველი მხოლოდ რუსია...

ამ სიტყვების მერე გეფიცებით ისეთი იმედი მომეცა, რომ შეიძლება ოდესმე ქართველებს და აფხაზებს ისევ ძველებურად გაუნათდეთ თვალები ერთმანეთის დანახვაზე როგორც ეს დღეს, სტამბულის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა".

მკითხველის კომენტარი (23)
totika
04 აგვისტო 2019 13:22
ROCA DZLIERI IQNEBA SAQARTVELO AFXAZIC DA OSIC IQET DAGVICXEBS TXOVNAS SHEMOMISHVIT TQVENI QVEYNIS SHEMADGENLOBASHIO.!!!! EXLA MAGIS DRO AR ARIS UCHIRS SAQARTVELOS DA MOGVIMRAVLDA MTERi !!! ES MXOLOD DROEBIT.......
mariana
04 აგვისტო 2019 13:18
თითო ოროლა კარგი ყველგან მოიძებნება!ქართველი მეომარი რაც არ უნდა გაბოროტებული იყოს დედის ტვალწინ შვილს არ გააიპატიურებს და თავმოჭრილი კაცის თავით ფეხბურთს არ ითამაშებს!ეს აქსიომაა...ისე კარგია ვინმე მაინც თუ მიხვდა რომ რუსეთი მტერი რომაა სამყაროსი......
keti
04 აგვისტო 2019 11:38
სიმარტლე ეგაა ცვენ ერტნი ვარტ ვინ ასხვავებდა ან ეხლაც არამგონია ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა ტკვას აპხაზი და კარტველი ცალცალკე ერტნი ვარტ და ერტი საერტო მტერი გვკავს რუსეტი რომელიც დაეუპლა არაკანონიერად ცვენ მიცა ცკალს აგრდზელებს ჯერ ჯერობიტ ისევ მაგრამ დროებიტია რუსეტისტვის მაინც რადგან კარგად იცის რომ მოუცევს უკან დაბრუნება რაც მიიტვისა და დგესდგეობიტ მის პირად მპლობელობასჰი ახორციელებს საკარტველოს მიცებს საკარტველოს კონებას და ახდენს რეალიზაციას ტავის სასარგებლოდ ვერ გაეკცევა რუსეტი ამ საკიტხსჰი მსოპლიოს ვერცერტ კვეკანას მოუცევს პასუხის გაცემა რადგან სცორედ ოკუპირებული კავს დგემდე საკარტველო დადგება მალე ის დრო რუსეტი აგმოცჰნდება ისეტ გაუვალ მდგომარეობასჰი რომ მინანიებს და ტავისივე ხელიტ დაგვუბრუნებს ვერ გაეკცევა ამას საკმე ისაა რომ ცვენი საკარტველოს ის სიმდიდრე რაც არის აპხაზეტსჰი დგიტიდგე უპრო ნადგურდება გაკეტებული აკვავებული აპხაზეტი რუსეტის ხელსჰი დაკუცმაცდა ტუკი ბევრს დააკონებს რუსეტი პაკტის ცინ დადგება მოგვიცევს ბრდზოლა ისევ რუსეტტან არა დიპლომატიურად არამედ სჰეიარაგებულად ამერიკელების მხარსჰი ამოდგომიტ სხვაგვარად რუსეტს ვეგარ მოუტმენტ ოცნებებსჰი არიან კველა კარტველი კველა მოკალაკე ტუ როდის დაუბრუნდებიან მატ კარ მიდამოს მატ მიცას გმერტის გარდა არავინ არ იცის ტრა ტრიალებს მატ გულსჰი კოველდგიურად როგორ მისტირიან მკვდრებს და ცოცხლებს როგორ იდზულებიტ დაატოვებინეს მიცა სახლ კარი სცორედ რუსეტია რომ უნდა მსოპლიომ აგიაროს საკარტველოსტვის გენოოციდი რუსეტის მხრიდან

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები