თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო - კვირის პალიტრა

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრია. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.

"მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, რათა ცხედრის გადმოსვენება მოხდეს სამშობლოში. შემთხვევა რიზეს ოლქში, გუშინ მოხდა", - ამბობს დავით გოგუა.

ლაშა მალანია რიზეში სამუშაოდ იყო წასული.

"ინტერპრესნიუსი"