ერთ სსიპ-ად გაერთიანებულ "წიგნის ეროვნულ ცენტრსა" და "მწერალთა სახლს" ერთი სახელი - "მწერალთა სახლი" დაერქმევა - კვირის პალიტრა

ერთ სსიპ-ად გაერთიანებულ "წიგნის ეროვნულ ცენტრსა" და "მწერალთა სახლს" ერთი სახელი - "მწერალთა სახლი" დაერქმევა

ერთ სსიპ-ად გაერთიანებულ "წიგნის ეროვნულ ცენტრსა" და "მწერალთა სახლს" ერთი სახელი - "მწერალთა სახლი" დაერქმევა, - აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე გააჟღერა. მისივე ინფორმაციით, "მწერალთა სახლს" ნატა ლომაური უხელმძღვანელებს.

"მოგეხსენებათ, "წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი გაერთიანდა" და ჩამოყალიბდა ერთ ორგანიზაციად. გაერთიანებულ სსიპ-ებს დაუბრუნდება სახელი "მწერალთა სახლი". მჯერა, რომ განახლებული ორგანიზაცია იქცევა მიზიდულობის ახალ ცენტრად, რომელიც ერთ ჭერქვეშ შეკრებს ახალგაზრდა და უფროსი თაობის მწერლებს და იქცევა შემოქმედებითი მიღწევების განხილვის, ახალი შემოქმედებითი ტენდენციების დაბადების სივრცედ. გაერთიანებული სსიპ-ები რჩება ერთ სსიპ-ად, მაგრამ უბრუნდება "მწერალთა სახლის" სახელი," - განაცხადა ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"