"შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ!" - როგორ ეხმაურება "ტვ პირველის" მფლობელი მის გამოკითხვაზე დაბარებას
"შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ!" - როგორ ეხმაურება "ტვ პირველის" მფლობელი მის გამოკითხვაზე დაბარებას
"ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერთელი პროკურატურაში მის დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

"პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!", - წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ
პროკურატურის მიერ "ტვ პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთელის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, წერეთელს საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით 9 აგვისტოს გამოკითხავენ. საკითხი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა